top of page

მოგესალმებით,

განათლება ეს არის ის გრძელვადიანი ინვესტიცია რაც შეუძლია მშობელს რომ ჩადოს საკუთარ შვილში. განათლებული ადამიანი არამარტო პირად კარიერულ წარმატებას აღწევს არამედ ქვეყნის კეთილდღეობას ემსახურება. საზღვარგარეთ სწავლა გარდა სიღრმისეული ცოდნის მიღებისა იძლევა შესაძლებლობას რომ სტუდენტმა შეისწავლოს დამოუკიდებლად ცხოვრების ყველა საჭირო უნარები. სწორად შერჩეულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა კი საზღვარგარეთ ცოდნისა და მიღებული გამოცდილების საუკეთესო კომბინაციას წარმოადგენს. საზღვარგარეთ სწავლის დაწყებისას სტუდენტებს უჭირთ განსხვავებულ საგანმანათლებლო სისტემების გამო სწრაფი ადაპტირება. ჩვენი მიზანია რომ ადაპტაციის პროცესი საქართველოში სკოლის დამამთავრებელ კლასში დავიწყოთ რათა მოსამზადებელი პროგრამის დამთავრების შემდეგ სტუდენტმა მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტში შეძლოს განათლების მიღება. ჩვენი აკადემია ეხმარება სტუდენტებს საზღვარგარეთ წასვლამდე - საუნივერსიტეტო მოსამზადებელი პროგრამის მეშვეობით ხოლო საზღვარგარეთ სწავლის პროცესში - კერძო ონლაინ ლექციებით. ისწავლე ჩვენთან და გაიკვალე გზა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებისკენ.

გიორგი ლომიძე

დამფუძნებელი და დირექტორი

bottom of page